ექიმმა ქალმა, რომელიც თავად ემზადებოდა მშობიარობისთვის, მეზობელ პალატაში მწოლიარე პაციენტის მშობიარობა მიიღო.
ექიმი ამანდა ჰესი კენტუკის შტატში, ფრანკფორტის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მუშაობს. მან გაიგონა მედდების საუბარი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახალმოყვანილი ორსული სასწრაფოდ იყო სამშობიაროში შესაყვანი, თავისუფალი ექიმი კი არ ჩანდა.
”ავდექი, ჩემ ხალათზე ექიმის ხალათი შემოვიცვი, ფეხზე ბახილები ამოვიცვი და გავეშურე პალატისკენ” - ყვება ექიმი ჰესი. ჰესმა, რომელიც გინეკოლოგია, წარმატებით მიიღო მშობიარობა და მოგვიანებით თავადაც ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.