ადამიანები აგრძელებენ კოსმოსის დაპყრობის მცდელობებს, არადა ჯერ დედამიწის ამოუცნობი ადგილები არაა გამოკვლეული. ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები "მისტიკის საბადოა".
ჰოიას ტყე, რუმინეთი
ჰოიას ტყე ქალაქ კლუჟ ნაპოკას შორიახლოს მდებარეობს. ხალხი მას დიდი დისტანციიდან უვლის გვერდს, რადგან იქ ადამიანები გამუდმებით იკარგებიან. ამასთან, ვინც გაბედავს იქ გასეირნებას, მალევე გრძნობს, რომ ვიღაც აედევნა და მეორე დღეს სხეულზე უცნაური წითელი გამონაყარი აღნიშნებათ.

მდინარე ჰილიერი, ავსტრალია
მეცნიერები ეჭვობენ, ეს მდინარე ვარდისფერი იმიტომ არის, რომ მასში უხვადაა ზღვის მცენარე დუნალიელა სალინა, რომელიც გამოყოფს პიგმენტ კაროტინოიდს.

ჯოჯოხეთის კარიბჭე, თურქმენეთი
დარვაზის გაზის კრატერი 1971 წელს გაჩნდა მეთანის აფეთქების შემდეგ. მასში არსებული აირი უკვე ორმოცი წელია იწვის და შემაძრწუნებელ სანახაობას წარმოადგენს.

სოკოტრა, იემენი
უნიკალური ადგილი, სადაც ფლორის და ფაუნის 700 სახეობაა თავმოყრილი, რომლებიც სხვაგან არსად შეგხვდებათ დედამიწაზე. ამასთან, ეს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილია სამყაროში.

ორადურ სურ გლენი, საფრანგეთი
სოფელი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს, 1944 წელს გაანადგურეს. ქალაქის ყველა მცხოვრები ნაცისტებმა მოკლეს. მას შემდეგ ორადური ისეთივედ რჩება, როგორიც იყო 73 წლის წინ. დროში გაყინული სოფელი.