ფოტოგალერეა სტამბა "შარავანდის" ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარი იყო

ფოტოგალერეა სტამბა "შარავანდის" ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარი იყო

კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 800 კვმ ფართის ტერიტორია დაიწვა. როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

"ტერიტორიაზე განლაგებული ნივთები იყო ადვილად აალებადი, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახერხეს ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა. დაშავებულები არ არიან. სხვა დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.

ხანძარი სტამბა "შარავანდის" ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საერთო ჯამში სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 30 ერთეული ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

წაიკითხეთ: შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

ვიდეო: აეროპორტის ხიდებთან მომხდარი ძლიერი ხანძრის ყველაზე მძაფრი კადრები

ფოტო: ქეთი სვანაძე, ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი