ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლეგალური მიგრანტების შემცირების ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი ვიზებზე დაფუძნებული დასაქმების მოდელის, ქულების სისტემით ჩანაცვლებას გეგმავს.
ქულების სისტემას ავსტრალია და კანადა უკვე დიდი ხანია იყენებს, აღნიშნულმა მოდელმა ტრამპის მოწონება არაერთხელ დაიმსახურა. პოტენციურ მიგრანტს ქულები სხვადასხვა კატეგორიების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება, ყოველწლიურად განსაზღვრულ 140 ათას ვიზას უმაღლესი ქულის მქონე აპლიკანტები მიიღებენ. ინიცირებული სისტემის მიხედვით, სასურველია აპლიკანტი 26-31 ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებოდეს, ჰქონდეს ამერიკის დოქტორის ან პროფესორის ხარისხი, ინგლისურად იდეალურთან მიახლოვებულად საუბრობდეს, და სამსახურიდან დაახლოებით, სამჯერ მეტ ანაზღაურებას უნდა სთავაზობდნენ, ვიდრე იმ ქვეყანაში აქვს, რომელშიც ცხოვრობდა.
ოლიმპიური მედალი და ნობელის პრემია პლუსად ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, კანდიდატმა სულ მცირე 30 ქულა უნდა მოაგროვოს, რათა ამერიკის ფარგლებში ცხოვრების უფლება მოიპოვოს.
როგორ ნაწილდება ქულები:
ასაკი:
18-დან 21 წლის ადამიანებს 6 ქულა მიენიჭებათ, მაშინ როცა 22-დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილები 8 ქულას მიიღებენ. ყველაზე მაღალი ქულით 26-დან 30 წლის ადამიანები შეფასდებიან, მათ 10 ქულა მიენიჭებათ. ამის შემდეგ ქულები კვლავ კლებას დაიწყებს და ადამიანი, რომელიც 31-დან 35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში იქნება 8 ქულას მიიღებს, 36-დან 40-მდე - 6 ქულას, 41-დან 45-მდე 4 ქულას და 46-დან 50-მდე 2 ქულას. 18 წლამდე და 50 წელს ზემოთ ადამიანები ქულას საერთოდ ვერ მიიღებენ. წაიკითხეთ გაგრძელება