მწვავე მოწამვლა, მომატებული გემოგლობინი, ლურჯი შეფერილობა - რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს არასწორად შერჩეული კიტრი და პომიდორი

მწვავე მოწამვლა, მომატებული გემოგლობინი, ლურჯი შეფერილობა - რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს არასწორად შერჩეული კიტრი და პომიდორი

ბოსტნეულიდან ყველაზე პოლულარული კი ამ დროისთვის კიტრი და პომიდორია, პროდუქტები, რომელსაც თითქმის ყველა ყოველდღიურად მივირთმევთ. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მათგან მომზადებული სალათა და როგორ შეიძლება უმარტივესი გზებით ამ საფრთხეების თავიდან აცილება?

კიტრისა და პომიდორის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.  ერთერთი ყველაზე სახიფათო კიტრისა და პომიდორის შემადგენლობაში ნიტრატებია, რომელსაც ბოსტნეულის სწრაფი ზრდისთვის და დამწიფებისთვის იყენებენ.

იხილეთ ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს დოზები. გადააჭარბებული რაოდენობითაა, თუ არა ბოსტნეულში ნიტრატები, სპეციალური ხელსაწყოთი, ნიტრატომეტრით იზომება, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. პირველ რიგში იცოდეთ პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს გონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდორის ჯიში განაპირობებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. ნუ შეიძენთ ძალიან მუქი ფერის კიტრს, რას წარმოადგენს პომიდირი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია

ამავე თემაზე:

ჩააწყვეთ კიტრი წყალში და დადგით მზეზე 1-2 საათი - რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

თუ კიტრი მწარე აღმოჩნდა, არ გადაყაროთ - ისწავლეთ მეთოდი, რომელიც სიმწარეს გააქრობს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს