მი­ნე­რა­ლუ­რი ქვე­ბის ეს­თე­ტი­კუ­რი, სამ­კურ­ნა­ლო და მა­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა

მი­ნე­რა­ლუ­რი ქვე­ბის ეს­თე­ტი­კუ­რი, სამ­კურ­ნა­ლო და მა­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა

რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.

ქვას­თან შე­ხე­ბი­სას ეს ენერ­გია სხე­უ­ლის თი­თო­ე­ულ უჯ­რე­დამ­დე აღ­წევს. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ნე­რა­ლურ ქვებს ეს­თე­ტი­კურ-სა­ი­უ­ვე­ლი­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, სამ­კურ­ნა­ლო და მა­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი ოდით­გან­ვე მი­ე­წე­რე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ისი­ნი მფლო­ბელს ავი თვა­ლი­სა და უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან იცა­ვენ, კურ­ნა­ვენ სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან, მო­აქვთ წარ­მა­ტე­ბა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე... მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი­სა და შე­საძ­ლო ზი­ა­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია, ქვე­ბი პი­რა­დი ზო­დი­ა­ქოს რუ­კის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩი­ოთ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მა­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და მფლო­ბელ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა. მი­ნე­რა­ლუ­რი ქვე­ბის სამ­ყა­როს უკეთ გა­საც­ნო­ბად, ქვე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის "ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე" სა­სა­უბ­როდ ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ას­ტ­რო­ლოგ თორ­ნი­კე ბი­ძი­ნაშ­ვილს მივ­მარ­თეთ...

- ქვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ველ­ში არ­სე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა ხდე­ბა. ისი­ნი პლა­ნე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ენერ­გე­ტი­კას ატა­რე­ბენ. ეს ენერ­გე­ტი­კა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია და თუ ადა­მი­ანს ქვას სწო­რად შე­ვურ­ჩევთ, თვალ­სა­ჩი­ნო ეფექტს მა­ლე­ვე მი­ვი­ღებთ.

- გა­მო­დის, საფ­რ­თხის ქვეშ ვიგ­დებთ თავს, რო­ცა ამა თუ იმ ქვის აქ­სე­სუ­არს მხო­ლოდ იმის გა­მო ვი­ძენთ და ვა­ტა­რებთ, რომ, უბ­რა­ლოდ, მოგ­ვ­წონს?

- დი­ახ, ხში­რად ხდე­ბა, რომ მფლო­ბელს ამ­შ­ვე­ნებს ქვა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის არაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. რო­მე­ლი ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა­ცაა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მ­სა და ბი­ო­ველ­ში, იმ ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ქვა უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ, ბა­ლან­სი რომ არ და­ირ­ღ­ვეს ან დარ­ღ­ვე­უ­ლი აღ­ვად­გი­ნოთ. ენერ­გე­ტი­კულ­მა დის­ბა­ლან­ს­მა, შე­საძ­ლოა, ბევ­რი სუ­ლი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. მათ შო­რის - უშ­ვი­ლო­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ძე­ნი­ლი ან ნა­ჩუ­ქა­რი სამ­კა­უ­ლის ენერ­გო­ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გაწ­მენ­და და შემ­დეგ მფლო­ბე­ლის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფიქ­რე­ბით "და­მუხ­ტ­ვა". რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს მო­საზ­რე­ბა?

- დი­ახ, მი­ნე­რა­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­დი­ნა­რე წყალ­ში უნ­და მო­ვა­თავ­სოთ. შემ­დეგ კი გარ­კ­ვე­უ­ლი "და­ვა­ლე­ბა" მივ­ცეთ, რომ ამა თუ იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­როს. რწმე­ნას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ადა­მი­ან­ში დი­დი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სია, რო­მელ­საც ვერ ვი­ყე­ნებთ. ეს აზ­რე­ბი­სა და რწმე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და მოხ­დეს.

- არ­სე­ბობს ქვე­ბი, რო­მელ­თა მუდ­მი­ვად ტა­რე­ბა სა­ზი­ა­ნოა?

- დი­ახ, არის ასე­თი ქვე­ბი და ისი­ნი მფლო­ბელ­მა 6 თვე­ში ერ­თხელ უნ­და მო­იხ­ს­ნას და გამ­დი­ნა­რე წყალ­ში ჩა­დოს. მა­რი­ლი­ან წყალ­შიც დე­ბენ, ხა­ნაც - ცეცხ­ლ­ზე შე­მო­ა­ტა­რე­ბენ ხოლ­მე. გამ­დი­ნა­რე წყა­ლი ამ მიზ­ნით ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, წმენდს მას და ახა­ლი ენერ­გი­ით ტვირ­თავს.

- რო­მე­ლი ქვე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

- ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გი­შე­რი მო­ი­პო­ვე­ბა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია, ასე­ვე, აგა­ტი, ფი­რუ­ზი, ლა­ზუ­რი­ტი, იას­პი, ვარ­დის­ფე­რი, კვამ­ლი­სე­ბუ­რი და მწვა­ნე კვარ­ცი. ახალ­ცი­ხე­ში იყო ქვე­ბის სა­ამ­ქ­რო, მაგ­რამ და­ი­ხუ­რა. რო­გორც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ისე და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­ხით, ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, ინ­დო­ე­თი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან და ირა­ნი­დან შე­მო­დის.

- და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქვე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ენერ­გე­ტი­კას კარ­გა­ვენ?

- გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბელს უფ­რო მე­ტი ენერ­გე­ტი­კა აქვს. თუმ­ცა, ესეც ქვე­ბის "პი­რად ხა­სი­ათ­ზე­ა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ზო­გი­ერთ ქვას იგი­ვე ენერ­გე­ტი­კა უნარ­ჩუნ­დე­ბა გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც.

- ცრურ­წ­მე­ნის მი­ხედ­ვით, რო­ცა ქვა ფერს იც­ვ­ლის, ცუ­დის ნი­შა­ნია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ქვის ფე­რის შეც­ვ­ლის 44 სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, მათ შო­რის, შე­საძ­ლოა, მფლო­ბე­ლის სი­ზარ­მა­ცეც იყოს... რო­მე­ლი მო­საზ­რე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თ­ლეს?

- მი­ნე­რა­ლი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს ზოგ­ჯერ ფე­რის შეც­ვ­ლა­საც იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად, მთის ბრო­ლის კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ახ­ლოს გამ­დი­ნა­რე რკი­ნა­ნა­რევ­მა წყალ­მა მას ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა შეს­ძი­ნა და შე­იქ­მ­ნა ახა­ლი მი­ნე­რა­ლი, სა­ხე­ლად ციტ­რი­ნი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს