ბათუმში გარდაცვლილი ბიჭის ბოლო პოსტი "ფეისბუქზე", სადაც ის მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე წერდა

ბათუმში გარდაცვლილი ბიჭის ბოლო პოსტი "ფეისბუქზე", სადაც ის მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე წერდა

ბათუმში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გიორგი ხ. რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე წერდა.

"ალოო ალოოო. ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული მიუხედავად იმისა ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით და ჩემი მშანტაჟებელი ჯერკიდევ თავისუფალია ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებით თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებულიხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან.... ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენთუ არ გამოგაჩენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას უმოქმედებო ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერმიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთანვარ. #შინაგანსაქმეთასამინისტრო #საქართველო #ქალაქისპტოკურატურა" - წერდა გიორგი ხ.

ნახეთ ვიდეო

როგორც გაირკვა გიორგი ხ-ს მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. როგორც Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდას, გიორგი ხ-ს და ზვიად ს-ს ცხედრები რამდენიმე საათის წინ იპოვეს. გარდაცვლილები 17 და 18 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად ჩავიდნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაიკითხეთ: რას ჰყვება ბათუმში გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ