ვერძი
დღეს გარშემო მყოფებზე დიდ გავლენას მოახდენთ. შეიძლება ახალი თანამოაზრეები, მეგობრები გაიცნოთ. შეხვედრებით დატვირთული საღამო გელით.
კურო
დაკვირვებული და მობილიზებული უნდა იყოთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. დღეს გავლენიან ადამიანებთან, საქმიან პარტნიორებთან გელით შეხვედრა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
საქმეებით დატვირთული დღ გელით, მაგრამ ეცადეთ, დროდადრო მაინც დაისვენოთ ხოლმე. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, საქმიან პარტნიორებთან იყავით მეგობრული. საყვარელი ადამიანის მიმართ - მზრუნველი.
კირჩხიბი
წარმოსახვა და ფანტაზია შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სამსახურში კოლეგებისა და უფროსის დახმარებას იმედი გქონდეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
საქმიანი შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება გელით. იყავით დაკვირვებული წვრილმანებისადმი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს.
ქალწული
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. თუმცა, შოპინგი არ გეკრძალებათ. პირად ცხოვრებაში ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, საყვარელი ადამიანი გულახდილი საუბრისთვისაა მზად.
სასწორი
წარმატებული დღე გელით. ზოგიერთს დაწინაურება ელის. პრობლემებს მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.
მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის გასაღრმავებლად. პირად ურთიერთობზე დიდ გავლენას იქონიებს თქვენი განწყობა. ეცადეთ, იყოთ მოსიყვარულე და ხშირად გაიღიმოთ.
მშვილდოსანი