ქართული ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა შესაძლოა ვეღარ იხილონ

ქართული ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა შესაძლოა ვეღარ იხილონ

"დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ ისინი ევროპაში, მუდმივი დავის საგანია. დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები აფრიკაში ნაპოვნი არქაული ქვის იარაღების იდენტურია, მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. რამ აიძულა ისინი, გამოსულიყვნენ აფრიკიდან? მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება" - ნათქვამია National Geographic-ის სტატიაში.

დღეს კი, ამ ტერიტორიის მახლობლად არსებულ კულტურულ ძეგლებს შესაძლოა, განადგურების საფრთხე დაემუქროს, რასაც საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძეც ადასტურებს.

მისი თქმით, ქვემო ქართლის რეგიონი ისტორიული ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ბიზნეს-ინტერესებს შეეწიროს. ყურადღება ამჟამად თეთრი წყაროს რაიონში მდებარე ფიტარეთის მონასტერზე მახვილდება, რომელსაც, გარდა იმისა, რომ სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, შესაძლოა, კერძო კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო უფრო დიდი საფრთხე დაემუქროს.

"ფიტარეთი ბნელი ხევის ტერიტორიაზე მებარეობს, სადაც მდინარე ხრამზე, ჰესების მშენებლობა იგეგმება.ჩვენ ველოდებით გეოლოგიურ-ეკონომიკურ დასკვნას, რათა გავარკვიოთ, რამდენად გამართლებულია აქ ასეთი პროექტის განხორციელება. ფიტარეთს საფრთხე არამხოლოდ ჰესის მშენებლობის, არამედ კომპანია RMG GOLD-ის შვილობილი კომპანიისგანაც ემუქრება, რომელსაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება სურს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს