რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას

რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას

პერიოდულად ინტერნეტში გამოჩნდება ხოლმე აპლიკაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედება და ყველას აალაპარაკებს. ასეთი ახალი აპლიკაცია გახლავთ Sarahah, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მასზე დარეგისტრირებულ ადამიანს ანონიმური წერილები მისწეროთ. აპლიკაციის ერთ-ერთი შემქმნელი 29 წლის ზაინალაბდინ თაფიქია.

არაბულად SARAHAH გულახდილობას ნიშნავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზანი აპლიკაციის. ვირტუალური სივრცის შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინიათ ან საჯაროობას ერიდებიან.

იხილეთ ვიდეო

Sarahah-ზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენს ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს შეუძლიათ ანონიმურად მოგწერონ რასაც ფიქრობენ თქვენზე, თუმცა პირდაპირ ვერ გეუბნებიან. შეტყობინება ანონიმურია და არ ჩანს მისი გამომგზავნის ვინაობა, ამასთან, გზავნილზე პასუხსაც ვერ გასცემთ. iTunes-ზე აპლიკაციის აღწერაში წერია: "Sarahah დაეხმარება მომხმარებლებს მათი ძლიერი მხარეების გაუმჯობესებაში, ნეგატიური მხარეების აღმოფხვრაში და ა.შ. გულახდილი შეტყობინებები კოლეგებისგან, მეგობრებისგან თუ უცნობი ადამიანებისგან საშუალებას მოგცემთ მეტი ახალი რამ გაიგოთ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები".

Sarahah ანდროიდებსა და iOS სისტემებზე ივნისში გაეშვა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ამჟამად ის ნომერ პირველი უფასო აპლიკაციაა გადმოწერების მიხედვით. უკვე 30 ქვეყანაში ჰყავს 300 მილიონამდე მომხმარებელი.

ინტერნეტში გაჩნდა ეჭვები, რომ მალე Sarahah ყველა მომხმარებლის იდენტობას გაამხელს, რაც ოფიციალურად უარყვეს აპლიკაციის წარმომადგენლებმა. აგრეთვე, ვრცელდება სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილები თუ როგორ უნდა გაარკვიოთ ვინ გწერთ ამა თუ იმ შეტყობინებას, მაგრამ ჯერჯერობით ყველა მსგავსი "ჰაკი" მხოლოდ ვირუსების საბადოა და რეალურად არ ამჟღავნებს გამომგზავნის ვინაობას. აპლიკაციის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათთვის ანონიმურობის იდეა უმთავრესია და შეუძლებელია, რომ ხილვადი გახდეს წერილების ავტორები.

მომზადებულია adweek.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს