ამერიკელი მუსიკოსი ერიკ ბენე და ნახევრადშიშველი შორენა ბეგაშვილი - ფოტოები ბათუმიდან

ამერიკელი მუსიკოსი ერიკ ბენე და ნახევრადშიშველი შორენა ბეგაშვილი - ფოტოები ბათუმიდან

ამერიკელი მუსიკოსები Eric Benet და CeeLo Green უკვე საქართველოში არიან. ისინი ბათუმში პირადი თვითმფრინავით გუშინ ჩაფრინდნენ. ცოტა ხნის წინ ბენესთან გადაღებული ფოტოები მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. ფოტო ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ბეგაშვილთან ერთად მისი შვილი ევა ბარბაქაძეც იმყოფება. ტელეწამყვანი ფოტოზე საცურაო კოსტუმშია გადაღებული.

ნახეთ ვიდეო: "ვაფფშე ყველას დოოოოუუუუძახეეეთ" - რა ხდებოდა კლუბში, სადაც სადაც ბერაც იმყოფებოდა

ამერიკელ მუსიკოსებს აეროპორტში "ბლექ სი არენას" გუნდი და ჟურნალისტები დახვდნენ. ერიკ ბენე საქართველოში მეორედაა, სილო გრინისთვის კი ეს ჩვენს ქვეყანაში პირველი ვიზიტია და 5 "გრემის" მფლობელი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე "ბლექ სი არენაზე" 10 აგვისტოს წარდგება.

ერიკ ბენეს პროექტი "სოულის ღამე" ორივე შემსრულებლის კონცერტს ითვალისწინებს, ბენე 45-წუთიანი, ხოლო სილო გრინი ერთსაათიანი პროგრამით წარდგებიან. შემსრულებლებმა თან ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი ჩამოიყვანეს, რომლებიც პლანეტის საუკეთესო მომღერლებს უმშვენებენ გვერდს.

კონცერტი 10 აგვისტოს გაიმართება, ბილეთების შეძენა კი შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს