საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ და რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ და რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ზედმეტი არაფერი ვარგა!

საღეჭი რეზინის მუდმივი ღეჭვა სერიოზულ შედეგებს იწვევს: გამორიცხული არ არის კუჭის წყლულის განვითარება, რადგან განუწყვეტლივ მიმდინარეობს კუჭის წვენის გამოყოფა, რომელსაც ორგანოს დამცავი ლორწოვანი გარსის მონელების უნარი შესწევს. მშიერ კუჭზე ღეჭვა პროვოცირებას უწევს გასტრიტის განვითარებასაც. მიჩნეულია, რომ რეგულარული ღეჭვა ზედა და ქვედა ყბის შემაერთებელი სახსრების დაზიანებას იწვევს. გადაყლაპული საღეჭი რეზინი ნაწლავებში ერთგვარ საცობს ქმნის, რომლის ამოღებაც მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მისი კომპონენტები ხშირად ალერგიულ რეაქციებსაც იწვევს.

პაწაწინაა, მაგრამ ყველაფერი აქვს

ორსულობის მე-5-6 კვირას ემბრიონს უკვე აქვს ტვინი, ხერხემალი, ცენტრალური ნერვული სისტემა და 4 ჩაღრმავება სახეზე: მომავალი თვალები და ყურები. საჭმლის მომნელებელი სისტემა, პირი და ყბები ჩანასახოვან სტადიაშია; ვითარდება კუჭი და გულმკერდის ღრუ. მის გულმკერდზე მოჩანს ერთგვარი ამობურცულობა-გული, რომელიც 6 კვირის შემდეგ ამუშავდება, აძგერდება. ფორმირდება სისხლძარღვოვანი სისტემა. პაწაწინა ადამიანის სიგრძე მხოლოდ 6 მმ-ია. იგი დაახლოებით ვაშლის კურკისოდენაა.

თმის მოვლა კვებით იწყება

თმის მოვლა კვებით იწყება და არა - დაბანით. თმის ღერების 95% ცილაა. ამიტომ, როდესაც თმა სუსტდება და ხუნდება, აუცილებლად დაინტერესდით, საჭირო რაოდენობის ცილას იღებთ თუ არა, ხომ არ გაქვთ მისი დეფიციტი. შამპუნით დაბანამდე რეკომენდებულია თმის საგულდაგულოდ დასველება. ეს, შამპუნში არსებულ ინგრედიენტებს თმაში უკეთ შეღწევის საშუალებას მისცემს.

ხშირად იარეთ ცვრიან ბალახზე

ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი გავლა არა მარტო ქართველებს, არამედ ძველ ბერძნებსაც სცოდნიათ. ანტიკურ საბერძნეთში ფეხშიშველი სიარული გაკაჟების ერთ-ერთი უძველესი მეთოდი ყოფილა და ერთგვარი საკულტო მნიშვნელობაც ჰქონია. მედიცინაში გაკაჟების ეს ფორმა მე-19 საუკუნეში აღიარეს. მას მხურვალე რეკომენდაციას უწევდა ცნობილი ჰიგიენისტი სებასტიან კნეიპი. მისი აზრით, წყლის პროცედურებთან ერთად, სველ ქვებზე, ცვრიან ბალახზე, თოვლზე ფეხშიშველი სიარული ბევრი დაავადების საწინააღმდეგო ეფექტურ, პროფილაქტიკურ საშუალებას წარ­მოადგენდა... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს