ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ღვინის იმ ტერმინებზე, რომლებიც ძირითადად ქართულ მეღვინეობაში გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება. ამჯერად გთავაზობთ ღვინოსთან დაკავშირებულ 10 საერთაშორისო ტერმინს, რომელიც სასურველია, ღვინის ყველა მოყვარულმა იცოდეს:
შეფერილი ღვინო - თეთრი ღვინო, რომელსაც მსუბუქი ვარდისფერი შეფერილობა დაჰკრავს, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩასხმული იყო ჭურჭელში, რომელიც მანამდე წითელი ღვინისთვის გამოიყენებოდა.
ხავერდოვანი გემო - სასიამოვნო რბილი და აბრეშუმისებრი გემო, რომელიც განსაკუთრებით წითელ ღვინოებს ახასიათებს.
სანელებიანი ღვინო - წითელი ღვინო, რომელსაც დამატებული აქვს შაქარი, ლიმონი და სანელებელი, კერძოდ: დარიჩინი, მიხაკი და მუსკატის კაკალი. მიირთმევა ცხელი.
შატო - ფრანგულად ნიშნავს ციხე-კოშკს. გავრცელებულია ბორდოში. შატოების ირგვლივ თავმოყრილია მრავალი ფრანგი მემამულის ვენახი. აქ მოსული ყურძნისაგან წარმოებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით.