ძუძუს კიბოს ახალმა თერაპიამ მომაკვდინებელი წარმონაქმნები 11 დღეში გაანადგურა. ექსპერტებმა ამ მიგნებას "გამაოგნებელი" უწოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წამალი დაავადებაზე ასე სწრაფად მოქმედებს. კომბინირებული წამლების თერაპია, რომელიც დაახლოებით 1500 ევრო ღირს, მთლიანად ანადგურებს 3 სანტიმეტრის ზომის სიმსივნურ წარმონაქმნებს. ეს ახალი აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ მომავალში ათი ათასობით ქალი შეძლებს ქიმიოთერაპიის გარეშე მკურნალობას.
ბრიტანულ კვლევაში ისეთი ქალები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც ყველაზე აგრესიული ტიპის ძუძუს კიბო ქონდათ. ათიდან ცხრა ქალი მკურნალობას დაექვემდებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნურმა უჯრედებმა განადგურება დაიწყეს. ზოგ შემთხვევაში საგრძნობლად დაპატარავდა წარმონაქმნები, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად გაქრა. წამალი ეფექტური გამოდგა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დაავადება ლიმფურ კვანძებზე იყო გავრცელებული.
მკვლევარები გაოგნებული დარჩნენ სასწაული შედეგებით, რაც ორი წამლის - Herceptin-ის და Tyverb-ის კომბინაციამ გამოიწვია. მათი თქმით, ეს აღმოჩენა სამომავლოდ ძუძუს კიბოს მკურნალობის სტანდარტებს შეცვლის.
მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით