ნედლი ბოსტნეულის სეზონი ზაფხულია, ბოსტნეულიდან ყველაზე პოლულარული კი ამ დროისთვის კიტრი და პომიდორია, პროდუქტები, რომელსაც თითქმის ყველა ყოველდღიურად მივირთმევთ. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მათგან მომზადებული სალათა და როგორ შეიძლება უმარტივესი გზებით ამ საფრთხეების თავიდან აცილება? როგორ უნდა ამოვიცნოთ ნიტრტებიანი კიტრი და პომიდორი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს მიერ შეძენილი ეს პროდუქტები ნიტრატებისგან გაიწმინდოს. რატომ მწარდება კიტრი და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ კიტრს სიმწარე გაუქრეს. გარდა ამ რჩევებისა, გასწავლით როგორი ჯიშის კიტრი შეარჩიოთ დასამჟავებლად.
კიტრისა და პომიდორის სალათი უგემრიელესი კერძია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ნედლ ბოსტნეულზე, ორგანიზმის მოთხოვნილება იზრდება. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ეს ორი ბოსტნეული სასარგებლო და აუცილებელია ორგანიზმისათვის, არ არის საკმარისი, საჭიროა იცოდეთ მათი სწორად არჩევა. კიტრისა და პომიდორის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა სანამ მათ არჩევას გასწავლიდეთ, გეტყვით, რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს არასწორად შერჩეული პროდუქტი. ერთერთი ყველაზე სახიფათო კიტრისა და პომიდორის შემადგენლობაში ნიტრატებია, რომელსაც ბოსტნეულის სწრაფი ზრდისთვის და დამწიფებისთვის იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს დოზები. გადაჭარბებული რაოდენობითაა, თუ არა ბოსტნეულში ნიტრატები, სპეციალური ხელსაწყოთი, ნიტრატომეტრით იზომება, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. პირველ რიგში იცოდეთ პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს გონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდორის ჯიში განაპირობებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. ნებიმიერი კიტრისა და პომიდორის ყიდვისას ასევე გაითვალისწინეთ მათი სურნელი, კარგ პროდუქტს არომატული სურნელი უნდა ქონდეს.