"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოეტთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

წაიკითხეთ ასევე| "მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი, უკვე ცუდად იყო" - ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია

"რაჭაში ბევრი რამ კარგავს მნიშვნელობას, რაც თბილისში, მდუღარე ქვაბში მნიშვნელოვანი გვგონია. რასაც აქ და ახლა არ შემიძლია მშვიდად შევხვდე, ჯანსუღ ჩარკვიანის ავად ყოფნაა. ჯანსუღი ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით სახალხო პოეტია, რომლის ლექსს და სიმღერას ბევრი ისე ღიღინებს, ჯანსუღის რომაა, არც იცის, მაგრამ ღიღინებს ან ციტირებს ყველა. პირადად ჩემთვის კი, ჯანსუღ ჩარკვიანი ბევრად მეტს ნიშნავს. 20 წლის წინ გარდაცვლილი მამაჩემის ურიცხვ მეგობარს შორის, იშვიათად მიგრძვნია ისეთი მუდმივი, გარანტირებული სითბო, მხარდაჭერა, როგორიც ჯანსუღს შეუძლია. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იცვლება იმის მიხედვით, რა "აწყობს" დღეს, ყოველთვის ერთგულია მეგობრის, მეგობრობის, მან სიყვარული იცის, რაც განაპირობებს სწორედ მისი ლექსების ნამდვილობას. ამ ასაკის კაცი მუდმივად, დეტალურად ადევნებს თვალს მოვლენებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გამორჩენოდა რაიმე ჩემი ოდნავი გასაჭირი, ისეთიც კი, ზოგჯერ თავადაც რომ ნაკლები მნიშვნელობა მიმინიჭებია, ის მაინც სადარაჯოზე იდგა, ვაითუ ინერვიულა, ვაითუ გული ეტკინაო და გვერდით არ მდგარიყო, თუ ფიზიკურად გვერდით ყოფნის ენერგია არ ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო, არ დაერეკა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მამა, ან მხოლოდ უახლოესი ადამიანი რომ დაგირეკავს და გაგრძნობინებს, რომ შენთან არის, მარტო არ ხარ. ამ თვისებების მქონე, უვაჟკაცეს, ძლიერ ადამიანს, მართლაც რომ ლომს, ესევიან თახსირი ტურები, არასდროს რომ არავინ ყვარებიათ, არასდროს რომ არაფრის ფასი არ სცოდნიათ და თავიანთ არარაობას ომახიანად ტენიან ცხვირში საზოგადოებას. რამდენი წელი თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ და ახლა სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო. თუ ამ ადამიანთა მსგავსების უღირსობას საქართველო ვერ ამჩნევს და მსმენელებიც ჰყავთ, უფრო ცუდად ყოფილა ქვეყნის ფასეულობების საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით.

იმედი მაქვს ჯანსუღი ადგება მალე და ერთ-ორ "სმეშნოი სიტყვას" თვითონ ეტყვის შერ-ხანის ნასუფრალის მადევარ ტურა ტაბაკებს, არაფერი რომ წმინდა არ დაიტოვეს სულში.

პ.ს. ჩემი დებიუტიც შედგა, - მიუხედავად ბევრი ბოროტებისა, რაც მათგან მოედინება, პირველად მივეცი თავს უფლება ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც მრავალი წელი მეტნაკლებად ვიცნობდი, ეს სიტყვები მეთქვა".

"ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის... შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე" - თინა ხიდაშელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"სან დიეგოს ზოოპარკში მაინც წაგვიყვანონ... აცრილი ტურისტების ხელით შეხებაც შეგვეძლება თუ იცით?!" - ვაქცინაციის თემაზე "ფეისბუქში" სასაცილო "მიმები" ვრცელდება