იცნობდეთ ქართველ გმირ მფრინავებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძარს აქრობდნენ

იცნობდეთ ქართველ გმირ მფრინავებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძარს აქრობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მარი კევლიშვილი ფეისბუქზე იმ გმირი ქართველი მფრინავების და ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების სახელებსა და გვარებს ავრცელებს, რომლებიც 6 დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ. ფოტოზე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს მფრინავი იოსებ არჯევანიშვილია ასახული, რომელმაც წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ჩააქრო ხანძარი.

"მადლობა, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო თქვენ და თქვენს გუნდს!

ესენი ის ადამიანები არიან, რომელიც სტიქიის პირველი დღიდან, გათენებისთანავე იწყებენ მუშაობას და, ფაქტობრივად, მთელი დღე შეუსვენებლად დაფრინავენ:

თორნიკე მაისურაძე, მფრინავი-ინსტრუქტორი; თამაზი დათუკიშვილი, მფრინავი, მირიან დოღონაძე, მფრინავი; ირაკლი თოთლაძე, მფრინავი; დავით ქააძე, მფრინავი-ნავიგატორი; კობა მელიქიშვილი, მფრინავი; ბესიკი ბაკურიძე, მფრინავი; იოსებ აივაზაშვილი, ბორტ-ტექნიკოსი; შალვა შალიბაშვილი, ბორტ-ტექნიკოსი; გიორგი გვარამაძე, მფრიანვი; ირაკლი თამაზაშვილი, ტექნიკოსი; ირაკლი გადილია, უფროსი ტექნიკოსი; ალექსანდრე პაპასკირი, ტექნიკოსი; ჯარჯი ჩაბაკაური, ინჟინერი; ზაზა ყაყიჩაშვილი, თამაზ ჩიხრაძე, როინ გულიშვილი, როლანდ როსტობაია, დავით ფხალაძე, დავით გაფრინდაშვილი" - წერს კევლიშვილი.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს