"ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია" - გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა

"ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია" - გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა

აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა. როგორც ეკონომისტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ქალაქ კეტიდან, სადაც ის ამჟამად იმყოფება, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ნახეთ კადრები სტიქიის ზონიდან

"იწყება ჩვენი ორგნიზებული ევაკუაცია, ღამის პირველის ნახევარია მოზღვავებული სტიქიის ფონზე, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია. ჩემი ხელნაწერები, გადავარჩინე.მედა ჩემი დის პასპორტები ჯიბეში გვიდევს. ყველაფერი სხვა წყალმა წაიღო. მთელი საზოგადოება მობილიზებულია - მეზობელი ეხმარება მეზობელს! აი, სულისკვეთება. სამშვიდობოს გადავდივართ, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ევაკუაცის მართვა ნავების არმადით მომიწია. ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ნავიგაციის გაგებაში არ ვარ. გადაუღებელი წვიმაა, არც ერთი სიცოცხლე არ დაგვიკარგავს. ამერიკის ფლოტიდან ხარო? დაბნეული ხალხი კითხულობს. არა, ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდანმეთქი. კრიზისის დროს მთავარი კომპეტენტური ლიდერია და არა გემის მარათვა. არავის ამაში დარწმუნება არ სჭირდება, მისია შესრულებულია. ჩვენს ლიდერთა სკოლას ახალი ქეისი შეემატა. Evacuation has successfully been completed ! Neighbors are helping neighbors! Hallelujah!"

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" რამდენიმე დღეა დაატყდა თავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.

ამ დროისთვის ქარიშხლის სიმძლავრემ იკლო და მას ახლა ტროპიკული შტორმის კვალიფიკაცია მიენიჭა. ექსპერტები კვლავაც ელოდებიან მძიმე შედეგებს, რასაც სინოპტიკოსები სიცოცხლისთვის საშიშს უწოდებენ.

შტატის 50 ოლქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დანგრეულის აღდგენას წლები დასჭირდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს