სათამაშო, რომელიც ინჟინერ-ქიმიკოსმა კატერინ ჰეტინგერმა 1993 წელს დააპატენტა, მოუსვენარი და დიზორიენტაციის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა "სპინერმა" განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა და გაყიდვების მხრივ, პირველი ადგილის დაკავება 2016 წლიდან დაიწყო.
თუმცა, ამერიკაში ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ სათამაშოს საშიშროებების შესახებ. სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების ამერიკულმა კომისიამ, "სპინერით" თამაშის შესახებ პოტენციური საფრთხეების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ერთ-ერთი საშიშროება, რაც "სპინერით" თამაშს შეიძლება ახლდეს, ის გახლავთ, რომ მეტალის სპინერს შეუძლია პატარა ნაწილებად დაშლა. ამიტომ, ექსპერტები პატარა ბავშვებისთვის მათ მიცემას არ ურჩევენ მოსახლეობას. ამას გარდა, მათივე თქმით ბატარეებზე მომუშავე სპინერები შესაძლოა დატენვის დროს აფეთქდეს, ამიტომ მხოლოდ ორიგინალი დამტენის გამოყენებას ურჩევენ საზოგადოებას.