უკრაინის პარლამენტის შენობას მეხი ზუსტად იმ დროს დაეცა, როდესაც დეპუტატები მსჯელობდნენ, უნდა გაწევრიანებულიყო თუ არა ქვეყანა ნატოში.
ამინდი კიევში დილიდანვე რამდენჯერმე შეცვლილა – ჯერ ჩამოცხა, ნაშუადღევს კი კოკისპირულ წვიმას სეტყვა, ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარი მოჰყვა. სწორედ ამ დროს გაიელვა უკრაინის რადის თავზე.
მეხის დაცემის გამო შენობაში რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გამოირთო, თუმცა დეპუტატებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხის განხილვა არ შეუწყვეტიათ.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.