დეკანოზის ძმა მოსამართლეს: "მონა ხარ, არაკაცი ხარ"

დეკანოზის ძმა მოსამართლეს: "მონა ხარ, არაკაცი ხარ"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: "მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ".

ნახეთ ვიდეო: გიორგი მამალაძის ძმის შეურაცხმყოფელი სიტყვები მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზი დატოვა

თორნიკე მამალაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი "ქართული ოცნების" დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

"ბუგიანიშვილი არის "ქართული ოცნების" მონა. ესენი არიან არაკაცები", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

იხილეთ ვიდეო: "მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ" - განაჩენის შემდეგ თორნიკე მამალაძემ სასამართლო დარბაზი ხმაურით დატოვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ