ქალი-მაუგლი ჯუნგლში დაბრუნდა

ქალი-მაუგლი ჯუნგლში დაბრუნდა

კამბოჯელი როჩომ პნგიენი 1989 წელს  8 წლის ასაკში დაიკარგა და 18 წელი ჯუნგლში გაატარა. კამბოჯელებმა იგი 2007 წელს იპოვეს, მაგრამ როჩომი კვლავ ტყეში გაიქცა, რადგან ადამიანებთან 3-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მან ვერ ისწავლა ფეხზე დგომა და უარს ამბობდა ტანსაცმლის ტარებაზე. ველური ქალის მორჯულება კამბოჯელებისთვის ერთგვარ აზარტად იქცა, მაგრამ როჩომმა  ენაც ვერ  ისწავლა და ისევ ცხოველურ ბგერებს გამოსცემდა. როჩომის მამა შვილის კვლავ გაუჩინარებაში ტყის სულებს ადანაშაულებს. დახმარებისათვის მან ჯადოქარს მიმართა, რომელსაც სოლიდური გასამრჯელო უნდა გადაუხადოს - ველური კამეჩი, ერთი ღორი, ქათამი და ოთხი დოქი ღვინო. ამ შესაწირის გარეშე როჩომს ვერ ვიპოვით, - ამტკიცებს ჯადოქარი.

ნინო ქორჩილავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს