ავსტრალიის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც კლიენტებს იაპონურ სამზარეულოს სთავაზობენ, შავ სიაში შეყავთ სტუმრები, რომლებიც ბოლომდე არ მიირთმევენ შეკვეთილ კერძს.
რესტორანმა ამგვარი კლიენტებისთვის სპეციალური ჯარიმაც შემოიღო, იტყობინება რადიო "მაიაკი".
მათ, ვინც კერძს ბოლომდე დაასრულებს, რესტორატორი იუკაკო იჩიკავა 30%-იან ფასდაკლებას ჰპირდება.
რესტორნის მენიუში მითითებულია, რომ მირთმეული კერძი სტუმარმა აუცილებად ბოლომდე უნდა შეჭამოს, უარის თქმა კი მხოლოდ ლიმნის ქერქზე, ლეღვის მარინადსა და ვასაბიზე შეძლება.
მენიუში აღნიშნულია, რომ თეფშზე დალაგებული ბოსტნეული დეკორაციის შემადგენელი ნაწილი არ არის.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.