"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?

"მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მყოფ 700-მდე ადამიანს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია" - რას აპირებს უკრაინის შსს?

"არც მიხეილ სააკაშვილს და არც მასთან მყოფ დეპუტატებს გამშვებ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი არ გაუვლიათ" - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს-უკრაინა" სასაზღვრო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საზღვრის გარღვევა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე მოხდა. არც სააკაშვილს და არც დეპუტატებს სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლიათ. დაახლოებით შვიდასმა ადამიანმა გაარღვია გამშვები პუნქტი", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, კოლონა ტრასას მიყვება და სკანდირებს "გამარჯვება! გამარჯვება!".

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ "შეგინის" გამშვებ პუნქტზე უცნობმა პირებმა ჩხუბი მოაწყვეს ეროვნული პოლიციის თანამშრომლებთან და მესაზღვრეებთან, რითაც ხელი შეუწყვეს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერ გარღვევას.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. "დაახლოებით 20:00 საათზე აგრესიულად განწყობილმა მოქალაქეების ჯგუფმა "შეგინის" გამშვები პუნქტის შლაგბაუმთან ჩხუბი მოაწყო პოლიციელებსა და მესაზღვრეებთან, შეიჭრა გამშვებ პუნქტში, დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და ხელი შეუწყი პირთა ჯგუფს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერად გარღვევაში, რომელთა შორის უკრაინის დეპუტატები იყვნენ", - განაცხადეს უწყებაში.

"უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ" - ამის შესახებ "112 უკრაინას" ინფორმაციით, ქვეყნის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ "ინტერფაქს-უკრაინას" განუცხადა. "ვიმოქმედებთ კანონის თანახმად," - განაცხადა შევჩენკომ.

ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილსა და დეპუტატებს მოუწოდებს, "შეგინის" გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ, რათა საზღვრის გადაკვეთა გააფორმონ.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი ინციდენტის ადგილზე სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი გავიდა, რომელიც ეროვნულ პოლიციასთან ერთად მომხდარის ყველა გარემოს დადგენასა და კვალიფიკაციის მიცემას აპირებს.

"წინასწარი შეფასებით, მასობრივი არეულობის ორგანიზატორების ქმედებებში შეინიშნება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის (უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 348-ე (სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საზოგადოებრივი ფორმირების წევრის და სამხედროს სიცოცხლის ხელყოფა) მუხლის დარღვევის ნიშნები", - განმარტეს უწყებაში.

10 სექტემბერს, ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ათეულობით მხარდამჭერთან ერთად პოლონეთიდან უკრაინის საზღვარზე მივიდა. უკრაინის მხარეს შეკრებილმა მომხრეებმა მესაზღვრეთა კორდონი გაარღვიეს. ამის შემდეგ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა და ლვოვში ჩავიდა მათთან ერთად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."