რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი ქალი, რომელიც 13 კომპანიის პარტნიორია

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი ქალი, რომელიც 13 კომპანიის პარტნიორია

პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგებშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარად შეფასებული.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი. მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 124,70 კვადრატული მეტრის; 224,70 კვ. მეტრის; 131,60 კვ. მეტრის; 72,40 კვ. მეტრი ფართობისა და 59 კვ. მეტრის, ჯამში 5 ბინას თბილისში; 94,55 კვ. მეტრის ბინას მცხეთაში; 60 კვ. მეტრი ფართობის ბინას წყნეთში; 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში, რომლის 33%-ია მის საკუთრებაში; 82,90 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომლის 27,63%-იანი წილი ეკუთვნის; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში; 1 175 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW X 5.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1 418,69 ლარი; "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე - 3 347,90 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17 000 ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 13 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "მკურნალი 2002"; შპს "ქონსელერ პრივატი"; შპს "აიპროფიტი"; შპს "ტრიდე ჯგუფი"; შპს "ჯი თრეველი"; შპს "ენ-დუო-კონცეპტ"; შპს "აითრეველი"; შპს "ლეგიონი"; შპს "ბინ თრეიდინგ"; შპს "რეტრო 77"; შპს "აგროპროდუქტი"; S.R.O Almitrans (ჩეხეთი) და U.S TRADING (აშშ). ამათგან, დეპუტატმა გასულ წელს მხოლოდ 3 კომპანიის საქმიანობის შედეგად მიიღო შემოსავალი წაიკითხეთ გაგრძელება

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები