ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად ირკვევა, რომ ქალის ტვინი მნიშვნელოვნად უფრო აქტიურია, ვიდრე კაცის. ამ კვლევის მიხედვით შესაძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ არიან ქალები უფრო მოწყვლადები ნერვოზების, დეპრესიის, უძილობის და კვებითი აშლილობის მიმართ. კალიფორნიის კლინიკა ამენის მეცნიერების კვლევა ტვინის ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რაც ოდესმე ჩატარებულა. კვლევაში 46 000 ტვინის სკანირების მონაცემები შეადარეს და გააანალიზეს განსხვავებები კაცებსა და ქალებს შორის.
მაგალითად, ქალებს უფრო დიდი რისკი აქვთ ალცჰეიმერის დაავადება და ნერვული აშლილობა დაემართოთ. კვლევის თანახმად, ქალის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია მრავალ მონაკვეთში, განსაკუთრებით იმ არეალში, რომელიც პასუხისმგებელია განწყობის და მღელვარების წარმოქმნაზე. ვიზუალური და კოორდინაციის ცენტრები მამაკაცის ტვინში უფრო აქტიურია.
მომზადებულია weforum.org-ს მიხედვით.