საფრანგეთში შიშველი "მონა ლიზა" აღმოაჩინეს

საფრანგეთში შიშველი "მონა ლიზა" აღმოაჩინეს

საფრანგეთში აღმოაჩინეს ესკიზი, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული. ექსპერტების აზრით, ეს ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი ესკიზია, სანამ "მონა ლიზას" დახატავდა. ნახშირით დახატული ქალის პორტრეტი, რომელსაც "მონა ვანას" უწოდებენ, აღორძინების ხანის ხელოვნების კოლექციებში ინახებოდა, კონდეს მუზეუმში. დღემდე ითვლებოდა, რომ ის და ვინჩის სახელოსნოში იყო შესრულებული, თუმცა ლუვრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პორტრეტი შესაძლოა, თავად და ვინჩის მიერ იყოს დახატული.

"ეს ჯოკონდას ასლი არაა, ესკიზი იქმნებოდა "მონა ლიზასთან" ერთად, და ვინჩის სიცოცხლის ბოლო წლებში. დიდი ალბათობით ეს საბოლოო ნახატის ესკიზია" - ირწმუნება კონტეს მუზეუმის კურატორი მატიე დელდიკი. მონა ლიზას და მონა ვანას ხელები და სხეულის მოყვანილობა იდენტურია. ორივე პორტრეტი ერთი ზომისაა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს