კიმ ჩენ ინის იდუმალებით მოცული ცოლი - რა არის ცნობილი რი სოლ-ჯუს შესახებ

კიმ ჩენ ინის იდუმალებით მოცული ცოლი - რა არის ცნობილი რი სოლ-ჯუს შესახებ

კიმ ჩენ ინის ცოლის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. რი სოლ-ჯუ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ცოლად, სავარაუდოდ 2012 წელს გაჰყვა.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რი სოლ-ჯუ, სავარაუდოდ, 28 წლისაა და სამი შვილი ჰყავს.

რი საზოგადოებაში ხშირად არ ჩნდება. მისი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კიმ ჩენ ინი რაკეტის სატესტო გაშვებას ზეიმობს. ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ყოველთვის იღიმის, აცვია პასტელური ფერების სამოსი.

დიქტატორის ცოლი ელიტარულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა პროფესორი იყო, დედა კი - ექიმი. არავისთვის არის ცნობილი, როგორ გახდა ის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორის მეუღლე.

კიმი და მისი ცოლი რი 2012 წლის 25 ივლისს ფხენიანში

საერთაშორისო მედია გააფთრებული ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო "იდუმალი ქალი", რომელიც კიმ ჩენ ინთან ერთად საჯარო ღონისძიებებზე ჩნდებოდა

წყვილი გამოჩნდა გასართობი პარკის გახსნის ცერემონიალზე

კიმ ჩენ ინი და მისი ცოლი საბრძოლო თვითმფრინავების შოუზე ფხენიანში, 2014 წლის 10 მაისს

არ არის ცნობილი, როდის დაქორწინდნენ კიმ ჩენ ინი და რი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ქორწილი 2009 წელს გაიმართა და მომდევნო წელს წყვილს შვილი შეეძინა.

რის ძალიან მოსწონს დასავლური მოდა, უმეტესად შანელისა და დიორის ძვირფასი ჩანთებით ჩნდება

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე