იორკში გლადიატორების სასაფლაო აღმოაჩინეს

იორკში გლადიატორების სასაფლაო აღმოაჩინეს

ბრიტანელი არქეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძველ რომაულ სასაფლაოზე, რომელიც 2004 წელს იორკში აღმოაჩინეს, დაახლოებით, 80 გლადიატორია დამარხული, წერს The Daily Telegraph. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს ჯარისკაცების სასაფლაო იყო, რომლებიც 211 წელს ახალმა იმპერატორმა კარაკალამ დახოცა.

სასაფლაო XVIII საუკუნის ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე დასაფლავებული ადამიანები მეომრები იყვნენ, მათი ძვლების აგებულება მოწმობს - ყველა მათგანი ახოვანი და ძლიერი მამაკაცი იყო. აღმოჩენილ ძვლებზე მრავალი დაზიანება აღინიშნება, რომლებიც ამ ადამიანებს საბრძოლო შეტაკებების დროს შეიძლებოდა მიეღოთ.

ამ დასკვნამდე არქეოლოგები იმან მიიყვანა, რომ ერთ-ერთი ადამიანის ძვლებზე მტაცებელი ცხოველის ნაკბენის კვალი აღმოჩნდა. მეორეს კი თავის ქალა უროთი აქვს გატეხილი - მოწინააღმდეგის დამარცხების ამგვარ ხერხს სწორედ გლადიატორები მიმართავდნენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ არქეოლოგებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს იორკში იმ ადგილების აღმოჩენა, სადაც ბრძოლები იმართებოდა. ამგვარი ადგილები აღმოჩენილია ჩესტერში, სირენჩესტერში და ინგლისის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ქალაქებში. ყველა მათგანი სამხრეთ იორკის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც რომის იმპერიის დროს იმპერიის საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზას განეკუთვნებოდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს