დაგავიწყდათ "ფეისბუქის" პაროლი? - მის აღდგენას უკვე ახალი ტექნოლოგიით შეძლებთ

დაგავიწყდათ "ფეისბუქის" პაროლი? - მის აღდგენას უკვე ახალი ტექნოლოგიით შეძლებთ

"ფეისბუქის" მომხმარებლები დავიწყებული პაროლის აღდგენას მალე საკუთარი სახის იდენტიფიცირებით შეძლებენ. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, სოციალურმა ქსელმა ახალი ტექნოლოგია სატესტოდ უკვე ჩაუშვა.

აღნიშნულ ხერხს ანგარიშებიდან ბლოკის მოსახსნელად სხვა კომპანიებიც იყენებენ. მაგალითად, Apple მას ახალ iPhone X-ზე ბლოკის მოსახსნელად გამოიყენებს, ამავე ტექნოლოგიით ისარგებლებენ Samsung Note 8-ს მფლობელებიც.

"ფეისბუქს" უკვე აქვს თქვენი სახის მონაცემები, თქვენივე პროფილის მეშვეობით. ანგარიშის, ანდა პაროლის აღდგენისას კი ტელეფონი უნდა მიიტანოთ სახესთან, "ფეისბუქი" მოახდენს სკანირებას და შეადარებს თქვენს სახეს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელზეც მონიშნული ხართ. მსგავსების დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენი ანგარიში გაიხსნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს