7-8 ოქტომბერს "თბილისობა 2017" გაიმართება. თბილისის მერიამ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება დედაქალაქის რამდენიმე უბანში დაგეგმა, კულმინაცია 8 ოქტომბერს გამართული გალა კონცერტი იქნება. თითქმის ყოველ წელს კონცერტის წინ აქტუალური ხდება კონცერტზე "დაბლოკილი მომღერლების" თემა. ქართული ესტრადის წარმომადგენლები ორ ნაწილად იყოფიან, ისინი ვინც კონცერტზე იმღერებენ და ისინი ვინც სცენის მიღმა დარჩნენ. გამონაკლისი არც წლევანდელი კონცერტია. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე მომღერალმა საკუთარი პოზიცია "ფეისბუქზე" დააფიქსირა.
ნინო ჩხეიძე: საღამო მშვიდობისა, სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ქალაქს ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე ,ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი " მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა" ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით. გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე...
მისი პოსტს მომღერალმა დათო არჩვაძემ უპასუხა: არ ვწუწუნებ მარა ბოლო 5 წელია ქართულ ხმებს ახალ წელს არც ერთი კონცერტი არ გვქონია !!!! თბილისობას ვინ ჩივის.
კონცერტზე არ იმღერებს ვერიკო ტურაშვილიც: "თბილისობას ბათუმში ვმღერი სამაგიეროდ" - წერს მომღერალი "ფეისბუქზე", სადაც მას კახა კუხიანიძემ უპასუხა, რომელიც როგორც ჩანს ასევე სცენის მიღმა დარჩა: "რავიცი, ნეტა მე რატომ არ ვარ. ახლა მაინც ვერ იტყვიან არაფერს აკეთებსო...".
როგორც აღმოჩნდა ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების სიაშია სოფო ნიჟარაძეც. მან საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტირებისას დააფიქსირა:
ნანუკა ჟორჟოლიანი: განსაკუთრებით გამიკვირდა შენი დაბლოკვის ამბავი, როცა გავიგე, რომ რეჟისორი დოია. იმედია, შენ მაინც გითხრა შენმა უახლოესმა მეგობარმა, ვინ დატოვა თბილისობის მიუზიკლი, თითქმის ერთადერთი მიუზიკლის შემსრულებლის გარეშე
სოფო ნიჟარაძე: მე პასუხისმგებლობას დაბლოკვებზე ვაკისრებ მერიის კულტურის სამსახურს, რომელიც ბევრი წელია, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით არჩევს მომღერლებს და არა კონკრეტულად ერთ ან ორ ჩემს მეგობარს, რომლებიც ორანიზატორთა და მონაწილეთა შორის არიან. მათგან მაინტერესებს თავიანთი აღქმა კრუტერიუმების, როდესაც ქართული მიუზიკლის თემებია გამოყენებული და მე არ გავახსენდით როდის დამთავრდება ეს ყველაფერი თუ სულ ასე ვიქნებით?!