27 წლის ირლანდიელი ბიზნესმენი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია

27 წლის ირლანდიელი ბიზნესმენი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია

ირლანდიელი ჯონ კოლისონი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. ”ფორბსის” ინფორმაციით, კოლისონი სოლიდური ქონების მფლობელი საკუთარი ბიზნესის წყალობით გახდა.

 

ის ”სნეპჩეტის” დამაარსებელ ევან შპიგელზე 2 თვით უმცროსია.

ძმასთან, პატრიკთან ერთად, 27 წლის ჯონმა სან ფრანცისკოში დააარსა Stripe - პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა ონლაინ გადახდებისთვის.

2007 წელს, როდესაც ჯონი 17 წლის იყო, დააარსა ონლაინ აუქციონის სისტემა სახელწოდებით Shuppa, რომელიც 2008 წელს 5 მლნ დოლარად გაყიდა.

კოლისონი ჰარვარდის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სწავლა მიატოვა.

”ადამიანები ფიქრობენ, რომ საუკეთესო შესაძლებლობები სხვებს მიეცათ. ეს სულაც არ არის მართალი.

ჩემი რჩევაა, ნუ შევეგუებით ჩვენს გარშემო არსებულ პრობლემებს და მივიღოთ ისინი, როგორც ახალი რამის გაკეთების შესაძლებლობები,” - განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა მილიარდერმა.

 

მომზადებულია indy100.com მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს