"ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "როსტოს" ციხეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს" -   ნანუკა ჟორჟოლიანი "როსტოს" ციხეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" ლევან როსტოშვილის (როსტო) გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ფოტოდან ირკვევა როსტო ციხეში სპორტით, კერძოდ კი კალათბურთით არის დაკავებული.

"ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს ციხეში. ზოგი ჭირი მარგებელია" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს კომენტირებისას.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც. მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს - 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს