ავსტრალიელი მეხანძრეები ქველმოქმედებისთვის გაშიშვლდნენ

ავსტრალიელი მეხანძრეები ქველმოქმედებისთვის გაშიშვლდნენ

2018 წლის დადგომამდე რამდენიმე თვე კიდევ არის დარჩენილი, თუმცა ავსტრალიელი მეხანძრეების ფოტოებით ილუსტრირებული მომდევნო წლის კალენდარი უკვე გამოვიდა.

ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. შეგიძლიათ შეარჩიოთ კალენდარი, სადაც მეხანძრეები გარეულ ცხოველებთან ერთად პოზირებენ, ან - მეხანძრეები ლეკვებით ხელში, ან სულაც - მხოლოდ მეხანძრეები.

კალენდრები არა მხოლოდ ავსტრალიაში გაიყიდება, მისი შეძენა მსურველებს სხვა ქვეყნებშიც შეეძლებათ.

კალენდრის გაყიდვიდან შესული თანხა კი ბავშვთა საავადმყოფოების ფონდს გადაერიცხება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს