"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი

"ეს გადავიღე ლიკა ქავჟარაძის სახლთან, პრემიერი თვითონ ყიდულობს ყვავილებს" - რა ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი

სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა ლორთქიფანიძე ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ყვავილების გასაყიდ დახლთან გადაღებული პრემიერ-მინისტრია აღბეჭდილი. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს, ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე მიდიოდა.

"ეს გადავიღე დღეს საღამოს ლიკა ქავჟარაძის სახლთან. მაგარია თვითონ რომ ყიდულობს ყვავილებს. ალბათ ამას ჰქვია პატივისცემა პრემიერი რომ ხარ და შენ თვითონ არჩევ ყვავილებს პანაშვიდისთვის" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფოტოს კომენტირებისას.

გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი უდროოდ გარდაიცვალა.

მსახიობის სახლთან მისი მეგობრები, კოლეგები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს