რომელი პროდუქტები მოქმედებს სახის კანზე უარყოფითად და რომელი დადებითად - სასარგებლო რჩევები კოსმეტოლოგისგან

რომელი პროდუქტები მოქმედებს სახის კანზე უარყოფითად და რომელი დადებითად - სასარგებლო რჩევები კოსმეტოლოგისგან

თუ გინ­დათ, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი სა­ხის კა­ნი უნ­და გქონ­დეთ. თი­თო­ე­უ­ლი ქა­ლი თა­ვის გა­რეგ­ნო­ბას და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე წუთს მა­ინც უნ­და უთ­მობ­დეს. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მო­ვუ­ა­როთ და და­ვიც­ვათ სა­ხის კა­ნი, კოს­მე­ტო­ლო­გი ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მოგ­ვითხ­რობს.

- თუ გინ­დათ, და­ად­გი­ნოთ, ცხი­მი­ა­ნი კა­ნი გაქვთ თუ არა, ღა­მით კარ­გად და­ი­ბა­ნეთ სა­ხე, ხო­ლო დი­ლით ხელ­სა­ხო­ცი და­ი­დეთ ცხვირ­ზე; თუ ქა­ღალდს ლა­ქა გა­უჩ­ნ­დე­ბა, მა­შინ თქვე­ნი კა­ნი ცხი­მი­ა­ნია. თუ ვერ აღ­მო­ა­ჩენთ ცხი­მო­ვან ლა­ქას, ე.ი. თქვე­ნი კა­ნი მშრა­ლია. გარ­და ამი­სა, თუ კან­ზე თმის სა­ფა­რი უხ­ვა­დაა, ესეც კა­ნის ცხი­მი­ა­ნო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. თუ შუბ­ლი და­ნეს­ტი­ა­ნე­ბუ­ლია, ე.ი. თქვე­ნი კა­ნი ცხი­მი­ა­ნო­ბის­კენ იხ­რე­ბა. თუ შუბ­ლი მშრა­ლია და ცხი­მი­ა­ნო­ბა მარ­ტო ცხვირ­სა და ნი­კაპ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი კა­ნი გქო­ნი­ათ.

ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თ­ვის კარ­გია მჟა­ვე გე­მოს მქო­ნე პრო­დუქ­ტის ნი­ღა­ბი - მა­გა­ლი­თად, გა­ხე­ხი­ლი ვაშ­ლის, კომ­შის, ლი­მო­ნის, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოხ­რა­ხუ­შის და სხვა. კენ­კ­რო­ვა­ნი და მჟა­ვი­ა­ნო­ბის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ტის პირ­და­პირ კან­ზე და­დე­ბა იწ­ვევს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ამი­ტომ ამ­გ­ვა­რი ნი­ღა­ბი კრე­მის ზე­მო­დან და­ი­დეთ.

მშრა­ლი კა­ნის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია არაჟ­ნის, კვერ­ცხის და ხა­ჭოს ნი­ღა­ბი გა­ი­კე­თოთ. სა­ხის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ტო­ნი­კის ხმა­რე­ბა, რო­მე­ლიც ძალ­ზე მარ­ტი­ვად, თა­ვად­ვე შე­გიძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დოთ: აიღეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი - გვი­რი­ლის, სალ­ბის, გულ­ყ­ვი­თე­ლას ან მრა­ვალ­ძარ­ღ­ვა­სი. მა­გა­ლი­თად, გვი­რი­ლის 100 გ ნა­ყენს და­უ­მა­ტეთ 1 ს/კ თეთ­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო და ამ მა­სით დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ნა­მეთ სა­ხე. კა­ნის­თ­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია ჰერ­კუ­ლე­სის ნი­ღა­ბი. თუ ცხი­მი­ა­ნი კა­ნი გაქვთ, ჰერ­კუ­ლე­სის ფა­ფას და­უ­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე წვე­თი ლი­მო­ნის წვე­ნი, ხო­ლო თუ მშრა­ლი კა­ნი გაქვთ, ლი­მო­ნის წვე­ნის ნაც­ვ­ლად - ზე­ი­თუ­ნის ზე­თი. სა­ხის კა­ნის­თ­ვის კარ­გია სი­მინ­დის ფქვი­ლის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნი­ღა­ბიც: აიღეთ სი­მინ­დის ფქვი­ლი, და­ას­ხით ცხე­ლი წყა­ლი, მი­ი­ღეთ ფა­ფის­მაგ­ვა­რი მა­სა და თუ ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თ­ვის გინ­დათ, და­უ­მა­ტეთ ლი­მო­ნის რამ­დე­ნი­მე წვე­თი, ხო­ლო თუ მშრა­ლი კა­ნი გაქვთ - თაფ­ლი ან ზე­ი­თუ­ნის ზე­თი.

- ზაფხულ­ში კა­ნი მზის სხი­ვე­ბის გავ­ლე­ნით, საკ­მა­ოდ ზი­ან­დე­ბა, არა?

- დი­ახ, ასეა. ზღვა­ზე წას­ვ­ლის წინ, გირ­ჩევთ: სა­ნა­პი­რო­ზე გახ­ვი­დეთ დი­ლით 9-დან 11-მდე და სა­ღა­მოს 6-დან 8-მდე. მზის სხი­ვე­ბი­სა­გან კა­ნის დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც მზე კანს აშ­რობს და წვავს. ზღვა­ზე პირ­ვე­ლი სა­მი დღე აუცი­ლებ­ლად უნ­და წა­ის­ვათ დამ­ცა­ვი კრე­მი, ხო­ლო შემ­დეგ, გა­სა­რუ­ჯი კრე­მი. და­უშ­ვე­ბე­ლია პირ­ველ­სა­ვე დღი­დან გა­სა­რუ­ჯი კრე­მის ხმა­რე­ბა. ამ დროს მზის სხი­ვე­ბი უფ­რო ღრმა აღ­წევს ფე­ნებ­ში, რაც კა­ნის გა­დაგ­ვა­რე­ბა­სა და და­ბე­რე­ბას იწ­ვევს. გირ­ჩევთ, კა­ნი არ და­იწ­ვათ მცხუნ­ვა­რე მზით, რად­გა­ნაც დამ­წ­ვ­რო­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის წარ­მოქ­მ­ნას უწყობს ხელს.

- და რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ, თუ კა­ნი მა­ინც დაგ­ვეწ­ვე­ბა?

- დამ­წ­ვ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, აიღეთ 96%-იანი სპირ­ტი და და­ის­ხით კა­ნის დამ­წ­ვარ მო­ნაკ­ვეთ­ზე. ამის შემ­დეგ, შე­გიძ­ლი­ათ იხ­მა­როთ ნე­ბის­მი­ე­რი დამ­წ­ვ­რო­ბის მა­ლა­მო. დამ­წ­ვ­რო­ბი­სას არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ზე­თი ან კვერ­ცხის ცი­ლა - ამით კა­ნი `ი­ხუ­თე­ბა~ და დამ­წ­ვ­რო­ბა უფ­რო ღრმავ­დე­ბა. დამ­წ­ვ­რო­ბის დროს უება­რია ცი­ვი მა­წო­ნიც, რო­მე­ლიც კა­ნის გაგ­რი­ლე­ბა­სა და ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას უწყობს ხელს. ზაფხულ­ში ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა და სა­ხის ჩა­მო­ბა­ნაც. გან­სა­კუთ­რე­ბით 40 წლის შემ­დეგ ყვე­ლას­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მი­ნე­რა­ლე­ბის მი­ღე­ბა. აიღეთ ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ჩა­მო­ი­ბა­ნეთ პი­რი და რაც მთა­ვა­რია, არ შე­იმ­შ­რა­ლოთ. კა­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან კარ­გია ნეს­ვის რბი­ლო­ბის და­დე­ბაც - იმ ნა­წი­ლი­სა, რო­მელ­შიც თეს­ლია. სა­სარ­გებ­ლოა, კიტ­რის კა­ნით სა­ხის გაწ­მენ­დაც... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს