შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია "ფეისბუქზე" წერს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და უკე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
დაჭრილი პირები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.