პრინცესა დიანას კაბა ჩილეს მუზეუმმა შეიძინა

პრინცესა დიანას კაბა ჩილეს მუზეუმმა შეიძინა

ტაფტის შავი კაბა, რომელიც პრინცესა დიანას 1981 წელს პრინც ჩარლზის საცოლის სტატუსით საზოგადოების წინაშე პირველი გამოჩენის დროს ეცვა, აუქციონზე 276 ათას დოლარად გაიყიდა, იტყობინება სააგენტო AFP.

კაბა არა კერძო კოლექციონერმა, არამედ ჩილეს მოდის მუზეუმმა შეიძინა. კაბის გარდა აუციონზე კიდევ 30 ლოტი გაიყიდა, მათ შორის პრინცესას შიფონის ბლუზა და საქორწილო კაბის ერთ-ერთი "შავი ვერსია".

აუქციონის ორგანიზატორი კერი ტეილორი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ კაბა კერძო კოლექციონერმა არ შეიძინა.

მისი თქმით, მუზეუმში ეს კაბა არა მარტო სათანადო პირობებში შეინახება, არამედ მისი ნახვის საშუალება ფართო აუდიტორიასაც ექნება, იტყობინება სააგენტო РИА Новости.

30 წლის წინ საზოგადოების წინაშე 19 წლის დიანას ამ დეკოლტიანი კაბით წარდგენამ პრესაში დიდი ხმაური გამოიწვია. ჟურნალისტები წერდნენ, რომ დიანას კაბა მეტისმეტად გამომწვევი იყო.

კაბა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე ის დიანას სხვა ნივთებთან ერთად კაბის დიზაინერის ელიზაბეტ ემანუელის სახლში არ აღმოაჩინეს.

ამ ნივთების აუქციონზე გამოტანა სწორედ ემანუელმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ტაფტის კაბის საწყისი ღირებულება 40-70 ათას დოლარს შეადგენდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს