24 წლის მფრინავი გოგონა, რომელიც ”ინსტაგრამზე” ძალიან პოპულარულია

24 წლის მფრინავი გოგონა, რომელიც ”ინსტაგრამზე” ძალიან პოპულარულია

ჰოლანდიელ ლინდსი კეტსს ავიაცია ბავშვობიდან ხიბლავდა, 24 წლის ასაკში ის უკვე პოპულარული მფრინავია - გოგონას ”ინსტაგრამზე” მიმდევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს.

ლინდსი ესპანური ავიახაზების Volotea მფრინავია.

”ყოველთვის მიყვარდა ფრენა, თუმცა წარმოუდგენელი მეგონა, რომ ოდესმე მფრინავი გავხდებოდი,” - ამბობს კეტსი.

15 წლის ასაკში სკოლაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ის მფრინავთა სკოლის წარმომადგენლებს ესაუბრა და საკუთარი ოცნების შესახებ უამბო. იმ დღეს ლინდსი მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერი იყო.

როდესაც გადაწყვიტა, მფრინავი გამხდარიყო, სოციალური მედია ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური. ახლა კი ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალ მფრინავს შორის, რომლებიც სოცქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მას თითქმის 88 ათასი მიმდევარი ჰყავს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს