ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები

სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათი აყვანა კალაუბნის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში მოხდა.

დაკავების ოპერაციას ესწრებოდა ბრალდებული პირების ადვოკატი, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ თანხის გამოძალვა. სხვა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით კი, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარის გზით თანხას სძალავდნენ.

სპეცოპერაციის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. იმ დაწესებულების თანამშრომლები კი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, აცხადებენ, რომ დაკავებული პირები უბრალოდ მომხმარებლები იყვნენ და მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ