რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი

რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი

"ფეისბუქის" დამფუძნებლის, 33 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ცუკერბერგი მეხუთე ადგილზეა.

მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად ცუკერბერგმა დაიწყო კამპანია Chan Zuckerberg Initiative. წყვილმა გადაწყვიტა, ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს.

2012 წელს, დაარსებიდან 8 წლის შემდეგ "ფეისბუქი" ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შევიდა. მას შემდეგ ცუკერბერგის ქონებას, ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი ემატება.

"ფეისბუქის" დამფუძნებელი ყოველდღიურად ნაცრისფერ მაისურებს იცვამს. მაისურები ძვირადღირებული ბრენდებისაა და იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - თითოეული მათგანი რამდენიმე ასი ან - ათასი დოლარიც კი ღირს.

ცუკერბერგს არ უყვარს ძვირადღირებული მანქანები. ის ჩნდება ხოლმე Acura TSX-ით, "ფოლკსვაგენის" ჰეჩბექით და "ჰონდა ფიტით". მათი ღირებულება 30 ათასზე მეტი არ არის.

2011 წლის მაისში ბიზნესმენმა იყიდა 465 კვ.მეტრის მოცულობის სახლი პალო ალტოში. მომდევნო წლიდან კი მან იყიდა სახლის გარშემო არსებული უძრავი ქონება, რაშიც 30 მლნ დოლარი დახარჯა.

ცუკერბერგს, ასევე, აქვს სახლი სან-ფრანცისკოში. 510 კ.მ. ფართობის სახლი მან 2013 წელს იყიდა და 1 მლნ რემონტში დახარჯა.

2014 წელს ბიზნესმენმა კუნძულ კაუაიზე 100 მლნ დოლარის მიწა შეიძინა.

ცუკერბერგისთვის, როგორც ჩანს, მოგზაურობა დიდად სასიამოვნო არ არის, თუმცა თუ მოგზაურობს, ხარჯებს "ფეისბუქი" იხდის. 2015 წელს მისი ტრანსპორტირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიას თითქმის 5 მლნ დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს