სექსის პოზიციები და ტექნიკა 7 წლის ბავშვებისთვის - ბელგიურმა საიტმა მშობლები აღაშფოთა

სექსის პოზიციები და ტექნიკა 7 წლის ბავშვებისთვის - ბელგიურმა საიტმა მშობლები აღაშფოთა

ბელგიური ვებ-გვერდი სექსუალური განათლების შესახებ კრიტიკის ობიექტად იქცა. საიტზე ბავშვებისთვის განთავსებულია ნახატები, რომელიც ზედმეტად დეტალიზებული და რეალისტურია.

საიტი სახელწოდებით Alles over seks (ყველაფერი სექსზე) უკვე 9 წელია ფუნქციონირებს, ის სექსუალური ჯანმრთელობის ორგანიზაციამ Sensoa შექმნა.

საიტზე განთავსებული სტატიები ძალიან დეტალურად აღწერენ სექსუალურ აქტს და თან გრაფიკული ახსნაც ახლავს. სტატიებში ბავშვებს მოუთხრობენ ორსულობისგან თავის დაცვის საშუალებებზე, აივ-ინფექციაზე, თუმცა აქვე ინფორმაციას ნახავთ ორალური სექსის ტექნიკაზე და სექსის ხვადასხვა პოზიციაზე.

ვებ-გვერდი 15 წლის ბავშვებისთვის არის შექმნილი, თუმცა ბელგიაში სკოლები საიტის მონახულებას 7 წლის მოსწავლეებსაც ურჩევენ.

საიტის წინააღმდეგ მშობლები გამოვიდნენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ზედმეტად დეტალიზებული ინფორმაცია მათი შვილებისთვის სრულიად შეუფერებელია.

თუმცა, Sensoa-ს წარმომადგენელი სვენ გატცი ამბობს, რომ მისთვის ატეხილი ხმაური სრულიად გაუგებარია. მას მიაჩნია, რომ უმჯობესია, ინფორმაცია სწორი კონტექსტით მიიღონ ბავშვებმა.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს