წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი

წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი

31 ოქტომბერს წლის ყველაზე "საშიში" ღამე დგება - ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გოგრებს "თვალებს" და "პირს" ჭრიან და შიგნით სანთელს დგამენ, ყველაზე მეტ საშიშ ამბავს ყვებიან, ქუჩები კი "მოჩვენებებით" ივსება.

აზიის რამდენიმე ქვეყანა, ევროპა და ამერიკა ყოველ წელს, 31 ოქტომბერს ჰელოუინს აღნიშნავს.

ამ დღის ტრადიციების დიდი ნაწილი კელტური მოსავლის აღების ფესტივალიდან მოდის. ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად - ზამთრად და ზაფხულად. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ - ზამთრის დროზე, რომელიც წელიწადის "ბნელი დრო" იყო.

კელტებს სჯეროდათ, რომ 31 ოქტომბერს მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე. ამიტომ, სახლებში შლიდნენ სუფრას, რათა სულებისთვის მასპინძლობა გაეწიათ.

თანამედროვე სამყაროში კი ჰელოუინი კოსტიუმირებული შოუებით, ფოიერვერკებით და სხვადასხვა სახალისო აქტივობით აღინიშნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს