98 წლის ქალი 80 წლის შვილის მოსავლელად თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად

98 წლის ქალი 80 წლის შვილის მოსავლელად თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად

98 წლის ქალი 80 წლის შვილის მოსავლელად ხანდაზმულთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

ადა კიტინგი და მისი შვილი ტომი ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ, რადგან კიტინგი არასოდეს გათხოვილა.

ლივერპულში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში ტომი 2016 წელს გადავიდა, რადგან მეტი ზრუნვა სჭირდებოდა, 1 წლის შემდეგ კი შვილის მოსავლელად თავშესაფარში საცხოვრებლად დედაც გადავიდა.

"ყოველ ღამე ვუსურვებ ტომს ტკბილ სიზმრებს და ვესალმები დილით. დედობა არასოდეს მთავრდება" - ამბობს ადა, რომელიც პენსიაზე გასვლამდე ექთნად მუშაობდა.

ტომს ძალიან უხარია, რომ დედა მასთან ერთად არის.

თავშესაფრის ხელმძღვანელი ფილიპ დენიელსი ამბობს, რომ ადა და ტომი მუდმივად ერთად არიან.

"ძალიან იშვიათად ხდება, რომ მშობელი და შვილი ხანდაზმულთა თავშესაფარში ერთად ცხოვრობენ და გვსურს, რომ მათი ცხოვრება განსაკუთრებული იყოს,"- განაცხადა დენიელსმა.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს