როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება - რას გვირჩევს პედიატრი

როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება - რას გვირჩევს პედიატრი

საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში. ის გავლენას ახდენს ორგანიზმის განვითარებაზე, ფიზიკურ და ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ავითარებს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ქალბატონ ინგა მამუჩიშვილს ვესაუბრეთ.

- როდის და როგორ უნდა მოხდეს ბავშვის რაციონში დამატებითი კვების შეტანა?

- თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, წლამდე ბავშვისთვის საუკეთესო და უალტერნატივო საკვები დედის რძეა. მაგრამ დგება მომენტი, როცა მას სჭირდება

დამატებითი საკვების მიცემა.

ბავშვის საკვებ რაციონში დამატებითი კვების შეტანასთან დაკავშირებით უამრავი კვლევაა ჩატარებული და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ბავშვისთვის შესაბამისი კვების შერჩევა პედიატრთან ერთად იგეგმება, თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დედამ.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებთან დამატებითი საკვების მიცემა 6 თვის ასაკიდან უნდა დავიწყოთ, შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებთან კი 4-5 თვის ასაკიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი საკვები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მარცვლეულის ფაფებია, ვინაიდან, 5-6 თვის შემდეგ მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის გაზრდილი მოთხოვნილებების საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე. თავდაპირველად, ბავშვს უნდა მივცეთ ერთკომპონენტიანი, უგლუტენო ფაფები, რადგან გლუტენის ცილის გადამამუშავებელი ფერმენტი ამ ასაკისთვის ჯერ არ არის ფორმირებული. გლუტენს არ შეიცავს წიწიბურას, სიმინდისა და ბრინჯის ფაფა. გლუტენის შემცველი მარცვლეული კი, როგორიცაა ქერი, ხორბალი, შვრია, ჭვავი, ფეტვი უმჯობესია ცოტა მოგვიანებით მივცეთ.

- რამდენად რეკომენდებულია წლამდე ასაკის ბავშვისთვის სახლის პირობებში დამზადებული ფაფა?

- ხშირად მეკითხებიან მშობლები, ვიყიდოთ თუ სახლში დავამზადო ფაფა. მე ყოველთვის ვურჩევ, რომ წლამდე ასაკის ბავშვს სახლში დამზადებულ ფაფას ნუ მისცემენ. ქარხნული წესით მომზადებული ფაფის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ ჰიგიენის ნორმები დაცულია და საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები იმ რაოდენობით შედის, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს