ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმში მავნე ნივთიერებები გროვდება. წითელ ღვინოს კი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი აქვს. ღვინის ის შემადგენელი ნაწილი, რასაც ”ბუკეტს” უწოდებენ, რთული ეთერებისა და ეთერზეთებისგან წარმოიქმნება. სწორედ ხსენებული ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით ღვინო განსაკუთრებულ თვისებებს იძენს, რისი მეშვეობითაც ის მაღალ და დაბალ არტერიულ წნევას არაგულირებს, ასევე ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა.
ზოგიერთი ხარისხის წითელი ღვინო ალერგიისგან გათავისუფლებაში უკეთ გვეხმარება, ვიდრე მრავალი თანამედროვე სამკურნალო საშუალება. ამასთან, წითელი ღვინო ჩვენს კანს მზის სხივებისგან იცავს, ასევე აახალგაზრდავებს შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების უჯრედებს, აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობასაც.
კანადაში, ალბერტის უნივერსიტეტში ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ბოკალი წითელი ღვინო ისეთივე სასარგებლოა, როგორიც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში. წითელი ღვინის ხსენებულ სიკეთეს მასში შემავალი რესვერატროლი განაპირობებს. ცნობილია, რომ რესვერატროლი გულის კუნთის მუშაობას აუმჯობესებს, ასევე ამაღლებს შრომისუნარიანობას და ამაგრებს სხეულის კუნთებს, რასაც ვარჯიშის ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, კვლევების ხელმძღვანელის ჯეისონ დაიკის აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ სპორტ დარბაზში სიარულს, წითელი ღვინის დახმარებით მუდამ ფორმაში ყოფნას შეძლებენ. როგორც ცნობილია, რესვერატროლი სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებს და ასევე, აქვს ანტიასაკობრივი ეფექტიც. განაგრძეთ კითხვა