ავტორი:

8 ნიშანი, რომ ურთიერთობა იძულებითია - თუ თქვენი თავი ამოიცანით, დაშორების დროა

8 ნიშანი, რომ ურთიერთობა იძულებითია - თუ თქვენი თავი ამოიცანით, დაშორების დროა

იძულებითი ურთიერთობაა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთისგან ძალიან გადაიღალა, მაგრამ დაშორებას მაინც არ ჩქარობს. არსებობს გაჭიანურებული ურთიერთობები, სადაც პარტნიორები ერთმანეთზე უარყოფითად ზემოქმედებენ.

აქ მოცემულია რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იმის შესახებ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიდიხარ იძულებითი ურთიერთობისკენ, რომელიც გარდაუვალი შეიძლება აღმოჩნდეს. მაშ ასე, დავიწყოთ:

  • თუ ფიქრობ, რომ ურთიერთობისგან თავის დაღწევას მარტივად შეძლებ

დაშორება რთული საქმეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პარტნიორი უყვარს. ამიტომ, თუ ორივემ ჩათვალა, რომ ერთმანეთისგან წასვლა ძალიან მარტივია და უერთმანეთოდ არ გაუჭირდებათ, მაშინ ყველაფერი ნათელია.

  • თქვენ კამათობთ ყველა წვრილმანის გამო

ურთიერთობაში, სადაც ნამდვილი სიყვარულია, პარტნიორები ფრთხილად არჩევენ სიტყვებს და მოქმედებებს. ეს იმიტომ, რომ ერთმანეთის დაზარალება არ სურთ. მაგრამ, თუ ორი ადამიანი იძულებით ურთიერთობაშია, ისინი თითქმის ყოველდღე ჩხუბობენ, რაც უმნიშვნელო მიზეზების გამოც ხდება.

  • გრძნობთ, რომ მარტივად შეგიძლიათ ერთმანეთისგან შორს დიდი დრო გაატაროთ

იძულებით ურთიერთობებში ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ერთმანეთისგან შორს. ისინი ნეგატივისგან გათავისუფლებას ცდილობენ და სურთ დრო გამონახონ, რომ ისიამოვნონ და სიმშვიდის შეგრძნებით დატკბნენ. მოსიყვარულე პარტნიორებს, რომლებსაც ჭეშმარიტი გრძნობები აკავშირებთ, უჭირთ ცოტა ხნით განშორებაც კი. იგივე არ შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომელთა ურთიერთობებიც ამოწურულია - ცხადია ერთმანეთის მიმართ ინტერესი იკლებს, ისინი წყვეტენ მრავალფეროვნებაზე ზრუნვას ურთიერთობებში და შედეგად ერთმანეთთან დროსტარება უინტერესო ხდება.

  • სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ საპირისპირო სქესის სხვა ადამიანებს

თუ ადამიანი არსებული ურთიერთობისგან უკმაყოფილოა, ის ახალ წყაროს ეძებს, რომლებიც სიყვარულს და ბედნიერებას მოუტანს. აქვე, სწორ ნიშნულამდე მივყავართ ამ ფაქტს და ვასკვნით: რომ იგი უფრო მეტად უკვე სხვა ადამიანებზე ფიქრობს, ვიდრე პარტნიორზე ამგვარ ვითარებაში, ეს ბუნებრივი მოვლენაა.

  • თქვენ აღარ საუბრობთ თქვენს გრძნობებზე

იძულებითი ურთიერთობის დროს, უფრო მონდომებით ერიდებით თქვენს გრძნობებზე საუბარს. „ხმამაღლა საუბარი“ ან „გულის სიღრმეში“ რამის თქმაც შეგაშინებთ, რადგან იცით, რომ შეიძლება მან აღარ მოგისმინოთ და თქვენი ემოციები არ გაიზიაროს. ეს იწვევს კიდევ ერთი უფსკრულის გაჩენას და კომუნიკაცია იზღუდება წაიკითხეთ ვრცლად

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

კურიოზი პირდაპირ ეთერში - ABC-ის ჟურნალისტი გადაცემაში პიჯაკით და უშარვლოდ ჩაერთო