”სისხლიანი ჰელოუინი ნიუ-იორკში”-ექსტრემისტები ტერაქტს ზეიმობენ

”სისხლიანი ჰელოუინი ნიუ-იორკში”-ექსტრემისტები ტერაქტს ზეიმობენ

”ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერები სიხარულს არ მალავდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმისას ტერორისტი ყვიროდა ”ალაჰუ აკბარ”, ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

ფანატიკოსები ჯიჰადისტების საიტებსა და სოცქსელებში აღნიშნავდნენ, რომ მსხვერპლი ძალიან მცირე იყო.

”ნიუ იორკ თაიმსის” კორესპონდენტმა, რუმკმინი კალიმაჩიმ, რომელიც ტერორისტების ქსელებს მიჰყვება და ინფორმაციას ადევნებს თვალს, გამოაქვეყნა რამდენიმე ტექსტი, რომელიც ექსტრემისტებმა ”ტელეგრაფზე” დაწერეს.

რამდენიმეს საკუთარი მოსაზრება ჰქონდა, როგორ მოიქცეოდნენ, მსხვერპლი უფრო დიდი რომ ყოფილიყო.

ჯიჰადისტების ერთ-ერთი მხარდამჭერი, აბდულა სამი წერს, რომ ტერაქტით ნიუ-იორკში ჰელოუინი აღინიშნა. მეორე მომხმარებელი კი ამბობს, რომ ის მანქანით უფრო დიდ და უფრო ხალხმრავალ ადგილას შევარდებოდა.

კალიმაჩი აღნიშნავს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი არხები არ არის ტერორისტული დაჯგუფების ოფიციალური გვერდები.

მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, 10-ზე მეტი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე