Paradise Papers - დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო

Paradise Papers - დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორებში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადო, - ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის Paradise Papers-ის დოკუმენტებში.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2004-2005 წლებში 13 მილიონი აშშ დოლარი ჩადებული იყო კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფონდებში. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც ელისაბედ მეორემ მის კუთვნილებაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგოდან მიიღო, რომელიც საერთო ჯამში 645 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, ამ ოპერაციებში არაკანონიერი არაფერია და არ არსებობს იმის ვარაუდი, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის.

"ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ჩვენი კონსულტანტების რეკომენდაციებს ეფუძნება. საჰერცოგომ თანხები მხოლოდ რეპუტაციის მქონე საინვესტიციო ფონდებში ჩადო", - განაცხადა ლანკასტერის საჰერცოგოს ფინანსური სამსახურის დირექტორმა კრის ედკოკმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე