"ვაშლის ხალიჩის" საიდუმლო - რა მოხდა ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში

"ვაშლის ხალიჩის" საიდუმლო - რა მოხდა ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში

ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც სიდრს აწარმოებენ, ფოტოგრაფებმა უჩვეულო ბაღი შენიშნეს - ვაშლის უზარმაზარი და ულამაზესი ხალიჩა, თითქოს, ვიღაცამ სათითაოდ დააწყო ხილი ერთმანეთზე.

ფოტოების ავტორი, ტონი იგანი ყვება, რომ ქალაქ კლომენში ვაშლი ძლიერი ქარის დროს ჩამოცვივდა, ქარიშხალ ოფელიას დროს. მისივე თქმით, ბაღი დაბლობზე მდებარეობს, მდინარე შურთან.

"ქარიშხლის დროს მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან და დატბორა ბაღები, ჩამოცვენილი ვაშლები ერთ ადგილას მოგროვდა. სანამ მიწა წყლით იყო დაფარული, ვაშლები ზედაპირზე დაცურავდნენ, როდესაც წყალი კალაპოტს დაუბრუნდა, ბაღი ვაშლის ხალიჩით დაიფარა," - ამბობს ფოტოგრაფი.

ქარიშხალი ოფელია ირლანდიას გასულ კვირას დაატყდა თავს, ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, მოგლიჯა ხეები.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს